საარსებო მინიმუმი 6,1 ლარით გაიზარდა და 161,9 ლარი შეადგინა

საარსებო მინიმუმი ერთი წლის განმავლობაში 6,1 ლარით (4%) გაიზარდა და 2015 წლის სექტემბერში 161,9 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში საარსებო მინიმუმი 155,8 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოსთან შედარებით  საარსებო მინიმუმი 4 ლარით გაიზარდა.

“საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 143,4 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 271,6 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 143,4 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 381,5 ლარით.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]