ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული მართვის საუკეთესო გამოცდილების დანერგვა, რისთვისაც სამინისტრო დგამს პირველ ნაბიჯებს და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქმნის აუდიტის საბჭოს, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება სამინისტროში ადეკვატური მმართველობითი, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების ჩამოყალიბება.

აუდიტის საბჭო დაეხმარება მინისტრს ზედამხედველობა განახორციელოს სამინისტროში ეფექტური შიდა კონტროლის სისტემის დამკვიდრებისთვის.

საბჭოს შემადგენლობაში მინისტრის გარდა შედიან: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე დევი ვეფხვაძე, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი, რევაზ ძაძამია და ლაშა ჯანელიძე აუდიტორული ფირმა „პრაისვოთერჰაუსკუპერსი“ ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი“-ს საქართველოს ფილიალის დირექტორი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი იქნება მომავალში აუდიტის საბჭოს საქმიანობაში ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარება.

როგორც აღინიშნა, მსგავსი საბჭოს შექმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მაგალითის მიმცემი იქნება სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის, შეიქმნას ქმედითი შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა, რომლის მიზანია დეხმაროს დაწესებულებას კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად მიაღწიოს თავის მიზნებს.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]