„გარე ძალების ჩარევის გარეშე საქართველოში დესტაბილიზაცია გამორიცხულია“

მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“- ის გარშემო სასამართლო დავა დაიწყო, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა პროცესში არ ჩართულიყო, თუმცა გვარამიას განცხადების შემდეგ – მისი დაშანტაჟების შესახებ, – გაისმა მოწოდებები კონკრეტული სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ, რომ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია. მართლაც, მოვისმინეთ ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, ცალკეული დეპუტატების თუ მინისტრების პოზიციები. მოახერხა თუ არა, „რუსთავი 2“-მა პოლიტიკოსების ჩათრევა პროცესში და ვისთვის არის მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელსაყრელი, ამ თემაზე ექსპერტი,ვაჟა ბერეიძე გვესაუბრება.

როგორ ფიქრობთ, მოახერხარუსთავი 2“-მა ხელისუფლების ჩათრევა კერძო სუბიექტების დავაში? ამით რასმოიგებს?

– როგორც ჩანს, სასამართლო სისტემის რეფორმირებით რომ ამაყობდა „ნაციონალური მოძრაობა“ არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან მათი მხრიდანაც კი ნულოვანია სასამართლოს მიმართ ნდობა. თუ ამ სასამართლოს არ მივცემთ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, ის სრულყოფილ სტრუქტურად ვერასდროს ჩამოყალიბდება.

ვერც მთავრობის და ვერც პრეზიდენტის მხრიდან ვერ ვხედავ სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემას, რამდენადაც სასამართლო ისედაც ზეწოლისა და მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება მრავალრიცხოვანი მიტინგების ფონზე. იგივე მედიასივრცის არნახული ზეწოლის თანხლებით ხდება ერთი, ჩვეულებრივი საქმის განხილვა.

ბუნებრივია, საქმე გვაქვს ორი სუბიექტის სამართლებრივ დაპირისპირებასთან. შესაძლოა, ხელისუფლებასაც აქვს ამ საქმის მიმართ გარკვეული ინტერესი. მეორე მხრივ, ეს არ არის ორდინალური სიტუაცია – როდესაც ვამბობთ რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია, ის მართლაც დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, ექვემდებარება ჩვენი მეზობელი ქვეყნის, ერთ-ერთი რეგიონის, ოდესის გუბეერნატორს, რომელიც ასევე, ხელმძღვანელობს საქართველოში მთავარ ოპიზიციურ პარტიას. მსგავსი პრეცედენდტი მსოფლიოში არ არსებობს.

ამის გათვალისწინებით, ყველანაირად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერი ჩადგეს მკაცრად სამართლებრივ ჩარჩოში.

ჯერ აცალონ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ შეიძლება მისი გასაჩივრება, არსებობს საერთაშორისო სასამართლოც და ამ გზით შესაძლებელია ჭეშმარიტების დადგენა.

ეს საქმე უკვე გასცდა ჩვეულებრივ ჩარჩოებს და არის მცდელობა დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პოლიტიკურ პროცესად გადაიქცეს. არასტაბილური სიტუაციის შექმნას, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელს უწყობს პრეზიდენტი, რომელიც აწარმოებს კონსულტაციებს 1 და 2 პროცენტიან ოპოზიციურ პარტიებთან. ამიტომ, როგორც ხელისუფლების მხრიდან უნდა შეწყდეს ზეწოლა, ასევე უნდა დასრულდეს მანიპულირება მეორე მხარისგანაც, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება მშვიდობიანი პროცესის შედეგად და ქმნის ისეთ ექსტრემალურ ვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემს, გაიმეოროს 2003 წლის პრეცენდენტი – როდესაც ამბოხების და ფაქტობრივად, საკონსტიტუციო გადატრიალების გზით დაიკანონა ხელისუფლება.

ამიტომ ვთვლი, რომ ყველა მხარე, ვინც კი ამ პროცესში მონაწილეობს, არასწორად იქცევა, ვგულისხმობ პოლიტიკურ ძალებს.

რუსთავი 2“-ის პროცესის დაწყებისთანავენაციონალურმა მოძრაობამფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე დაიწყოვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. მიმდინარე მოვლენები რამდენად შეიძლება გახდესსაფუძველი, რომ ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში გადაიზარდოს? არსებობს შესაბამისიმხარდაჭერა საზოგადოებაში? კარვები და ლეიბები პრინციპში, უკვე მზად არის

– ყველა პრობლემა არჩევნების გზით უნდა წყდებოდეს, თუ საქმეს წაადგება, შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნოს. ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს რომ გადავხედოთ, ძნელი სათქმელია, რომელს შეიძლება აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან ამისათვის არც ერთი მათგანი არ არის მზად.

ერთადერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება აწყობდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ის თემით გამოიწვევს საერთო დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მათი 13%-იანი რეიტინგი რომ ვირწმუნოთ კიდეც, ძნელად წარმოსადგენია ასეთი რეიტინგით არჩევნების მოგება თუ არ მოხდა ხელისუფლების დაშანტაჟება, არეულობა და ა.შ. სხვა პირობებში ნაციონალები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობას ხელს არ აძლევს ვადამდელი არჩევნები, რამდენადაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მან თავისი არჩევანი გააკეთა. 2016 წლის არჩევნებშიც ის თავის არჩევანს გააკეთებს.

რა აწყობთ გარე ძალებს ეს მეორე საკითხია, მაგრამ აღმოსავლეთითაც, ჩრდილოეთითაც, დასავლეთითაც და სამხრეთითაც პოლიტიკურ ძალებს უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არ მოვა საქართველოში, ის გახდება დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში – ეს კი არავის არ უნდა აწყობდეს.

ვინც ახლა საქართველოში წყალს ამღვრევს და დესტაბილიზაციის კერის შექმნას ცდილობს, ის მომავალი გლობალური დესტაბილიზაციის მომხრეა.

რომელ ძალას გულისხმობთ? ჯერჯერობითევროპის სახალხო პარტიამგამოხატა საკუთარი პოზიცია

– არც ერთ ძალას არ გამოვრიცხავ, მათ შორის არც „ევროპის სახალხო პარტიას“ რომელსაც ევროპული ფასეულობები საკმაოდ შერჩევითად ესმის და საკუთარ ინტერესებში ხშირად ურევს. თუ ის, რაც ნაციონალების დროს იყო საქართველოში, ევროპული დემოკრატიაა, როგორც ჩანს, ჩვენ დემოკრატიისა საერთოდ არაფერი გვესმის.

გასაგებია, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა იგრძნობა, მაგრამ რამდენად არსებობს ამისი საფუძველი?

– საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, დესტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის. თუ ჩავთვლით, რომ პროცესები თვითკმარია და ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალები არიან მხოლოდ აქტიორები, ისინი ვერ იპოვიან ქართულ საზოგადოებაში დასაყრდენს დესტაბილიზაციის გასაღვივებლად. მაგრამ, თუ უცხოეთში მოქმედი ძალები ამ პროცესში ჩაერევიან შესაბამისი ფინანსური და პოლიტიკური ბერკეტებით, მაშინ გამორიცხული არ არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება, ხოლო დაპირისპირების მხარეები მოიძებნებიან.

კონკრეტულად რა გიჩენთ ეჭვს, რომ უცხოეთში ვიღაც დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით?

– პირველ რიგში, ამის საფუძველს მაძლევს გამარტივებული და მეტისმეტად პრიმიტიული ხედვა ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული მოკავშირეების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი დასაყრდენი საქართველოში შეიძლება იყოს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მიერ ნასაზრდოები სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. ხოლო ყველა სხვა, მათ მიერ განიხილება როგორც არამოკავშირე და არამეგობრულად განწყობილი დასავლეთისადმი, რაც სერიოზული შეცდომაა და შესაძლოა, სავალალო შედეგებით დამთავრდეს, როგორც მათი ინტერესებისთვის რეგიონში, ასევე ქართველი ხალხისათვის. მით უმეტეს, რომ რეგიონი უაღრესად ფეთქებადსასიშია.

თუ გადავავლებთ თვალს რა ხდება გარშემო – უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ყველგან დაძაბულ სიტუაციაა, ახლო აღმოსავლეთში სერიოზული დაპირისპირებაა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის, სირიაში რაც ხდება კი სერიოზული საფრთხეა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობენ სერიოზული ძალები, დაწყებული ცივილიზებული სამყაროს ცალკეული პოლიტიკური წრეებით, დამთავრებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერებით, რომლებისთვისაც საქართველოში შექმნილი დესტაბილიზაცია იქნებოდა ხელსაყრელი შემდგომი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.

შესაძლოა, ვინმეს კონტექსტიდან ამოვარდნილად მოეჩვენოს, მაგრამ როგორც კი საქართველოში სიტუაცია ოდნავიძაბება, ეროვნული ვალუტა მაშინვე გაუფასურებას იწყებს. ეს ხელოვნურად ხდება, უბრალო დამთხვევაა, თუბუნებრივი პროცესი?

– ეს სერიოზული ბერკეტია სოციალური სტაბილურობისათვის. როდესაც ეროვნული ვალუტა სტაბილურია, დესტაბილიზაციის შექმნისათვის საბაბი ნაკლებად მოიძებნება. მიმაჩნია, რომ ბერკეტები რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციით ის არ არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის კურსზე, მას მაინც აქვს ისეთი ბერკეტები, რომელიც ახდენს გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე. როდესაც ეროვნული ბანკი კონტროლდება ოდესის გუბერნატორის მიერ, შეიძლება გარკვეული ეჭვები გაჩნდეს საზოგადოებაში.

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლის შემდეგ კურსი მეტ-ნაკლებად, სტაბილური გახდა, იმედი მაქვს ამ მიმართულებით ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში, აშშ-ს სააელჩო ფლობს ბერკეტებს, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.

ანუ, აშშ გამოირიცხა იმ სიიდან, ვისაც შეიძლება სურდეს დესტაბილიზაცია საქართველოში?

– ყველა ლოგიკით მას ხელს არ უნდა აძლევდეს არეულობა საქართველოში. თუ გახსოვთ 2012 წელსაც ყველაფერი მზად იყო არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ აშშ-მ ქართველი ხალხის ნებას დაუჭირა მხარი. ახლაც მგონია, რომ ქართველი ხალხის ნებაში ის თავის დასაყრდენს უნდა ხედავდეს. დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ თუ ვინმე მომხრეა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების, ეს საფრთხეს ქმნის. მერწმუნეთ, საზოგადოების ეს ნაწილიც ზუსტად იმას ფიქრობს, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, როდესაც საქართველოს რუსეთთან ურთიეთობის დალაგებისკენ მოუწოდა, ანუ საზოგადოების ეს ნაწილიც ევროინტეგრაციის მომხრეა და არვინ არ უნდა ფიქრობდეს, რომ საქართველომ საგარეო ვექტორი შეცვალა.

For.ge

 

[wpolling id=”8″ width=”” height=””]