სიგარეტი, მომავალ წელსაც გაძვირდება

სიგარეტი, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაძვირდება. თამბაქოს იმპორტიორების ნაწილის განცხადებით, ამის მიზეზი კვლავ აქციზის გადასახადი იქნება, რომლის გაზრდასაც ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელსაც გეგმავს.

როგორც „კომერსანტს“ „ჯიჯი 2011“-ის ხელმძღვანელმა ილია ჟღენტმა განუცხადა, მათი ინფორმაციით, 2016 წელს აქციზის გადასახადი წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც დაახლოებით 15  თეთრით მოიმატებს.

ჟღენტის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მათს წარმომადგენელთან ფინანსთა სამინისტროს კონსულტაციები ჰქონდა.

ჟღენტის განცხადებით, აქციზის მატება სიგარეტის ფასზე კიდევ ერთხელ იმოქმედებს, თუმცა, კონკრეტულად როდის, ამის თქმა რთულია, რადგანაც კომპანიები მარაგების ხარჯზე მოახერხებენ ფასების შენარჩუნებას.

ჟღენტის განცხადებით, ყველა კომპანია ცდილობს რაც შეიძლება გვიან გაზარდოს ფასი, რადგანაც ბაზარზე დიდი კონკურენციაა.

„ძალიან რთულად აღიქვამს სიგარეტის ბიზნესი ამას, გაყიდვები არის ძალიან შემცირებული, კოლოფზე ერთი თეთრის ცვლილებაც კი მოქმედებს გაყიდვებზე. კურსის გამო ვერ ვცვლით ფასებს, იმტომ, რომ სხვები არ ცვლიან. სხვები ჩვენ გველოდებიან, ჩვენ სხვებს და ა.შ.“,- აცხადებს ილია ჟღენტი.

 მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაყიდვები ფასების ცვლილების გამო 40%-ით არის შემცირებული.

აქციზის ზრდას ელოდებიან კომპანია „ჯეი თი აი კავკასიაშიც“. კომპანიის კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია აცხადებს, რომ აქციზთან დაკავშირებით  საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ აქვთ მოლოდინები, რომ ამ საკითხზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათთან კონსულტაციები არ გამართულა, თუმცა, მათი პოზიციაა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდანვე აქციზი არ გაიზარდოს.

კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს თამბაქოზე ფასების მატება ორჯერ მოხდა, ამიტომ აქციზის კიდევ ზრდა უარყოფითად აისახება ბიზნესზე.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიეხდევით, აქციზიდან მიღებული შემოსავალი 922 მილიონ ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე 22 მილიონით მეტია. რის ხარჯზე ელოდება ხელისუფლება აქციზის ზრდას და მიღებულია თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ კონკრეტული არაფერია, თუმცა, დეტალების შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ.

მიმდინარე წელს თამბაქოზე აქციზი 1 იანვრიდან გაიზარდა – ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზმა 15 თეთრით მოიმატა და მიაღწია 90 თეთრს, ხოლო უფილტოზე  – 5 თეთრით და შეადგინა 25 თეთრი.

„საგადასახადო კოდექსის” ცვლილებებითვე, 1 ივლისიდან საქართველოში ადვალორულიტიპის გადასახადი შემოვიდა, რაც დამატებით კოლოფი სიგარეტის ღირებულების 5%-ითდაბეგვრას გულისხმობს.

აქციზი თამბაქოზე 2013 წელსაც გაიზარდა.  ცვლილებათა პროექტის თანახმად, ერთ ყუთ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზარდა.

სიგარეტზე აქციზის ზრდას საქართველოს ხელისუსფლებას ევროკავშირთან აღებული  ვალდებულებები აკისრებს.

„ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მათ შორის არის ის, რომ ჩვენ აღებული გვაქვსვალდებულება თამბაქოსთან დაკავშირებით და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოგამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადით თამბაქოს საკითხში. ევროკავშირთანაღებული ვალდებულებები, რომელიც სხვათა შორის, 10 წლის წინ არის აღებული და არაერთი ან ორი წლის წინ, ითვალისწინებს, რომ საქართველოში აქციზი თანდათან უნდადაუახლოვდეს ევროპულს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა აქციზის გადასახადის ზრდის მიზეზებზე საუბრისას.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]

წყარო: commersant.ge