თბილისის მერიამ 350 სოციალურად დაუცველის ჩასასვენებლებისთვის ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ 350 სოციალურად დაუცველის ჩასასვენებლებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 80,500 ლარია, შესაბამისად, თითოეული სოციალურად დაუცველისთვის 230 ლარია გათვალისწინებული.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, მომსახურება, ასევე უნდა მოიცავდეს  სამარხის გათხრას, ჩასვენებას, სამარის ამოვსებასა და ბორცვის მოწყობას.

ამასთან, აღნიშნულ მომსახურებას სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ის სოციალურად დაუცველი მიცვალებულის ოჯახი მიიღებს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ.