აზიის განვითარების ბანკი ბათუმში ნაპირდავცითი სამუშაოებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

“ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5-ის” ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც 2016 -2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაფინანსდება.

ასევე ხელი მოეწერა “მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 4-ს”, რომლის განხორციელებისთვისაც აზიის განვითარების ბანკი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომელიც ბათუმის ნაპირდავცით სამუშაოებს მოხმარდება.