„ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს
გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო ინტერნეტბანკი ,,თიბისი ბანკს“ აქვს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge -ზე მიმდინარეობდა.
გამოკითხულთა 42%-ის აზრით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ გავიდა, რომლის ინტერნეტბანკიც საუკეთესოდ გამოკითხულთა 30%-მა შეაფასა.
გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 15 ბანკი, რომელთაც დანერგილი აქვთ ინტერნეტბანკინგი. საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკების სამეულში მოხვდა ,,პროკრედიტ ბანკი“ 9%.
www.bfm.ge -ის ვერსიაში, საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკთა შორის, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: % ,,ლიბერთი ბანკი“ 5%, ,,ვითიბი ბანკი – ჯორჯია“ 3%, ,,კორ სტანდარტ ბანკი“ 2%, ,,ქართუ ბანკი“ 1%, ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ 1%, ,,ბაზისბანკი“ 1%, ,,კაპიტალბანკი“ 1%, ,,პაშა ბანკი – საქართველო“ 1%, ,,პროგრესბანკი“ 1%, ,,რესპუბლიკა ბანკი“ 1%, ,,სილკროუდ ბანკი“ 1%, ,, ჰალიკ ბანკი – საქართველო“ 1%.
ბანკი | პროცენტული რაოდენობა |
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო | 1% |
ბაზისბანკი | 1% |
ვითიბი ბანკი – ჯორჯია | 3% |
თიბისი ბანკი | 42% |
კაპიტალბანკი | 1% |
კორ სტანდარტ ბანკი | 2% |
ლიბერთი ბანკი | 5% |
პაშა ბანკი – საქართველო | 1% |
პროკრედიტ ბანკი | 9% |
პროგრესბანკი | 1% |
რესპუბლიკა ბანკი | 1% |
საქართველოს ბანკი | 30% |
სილკროუდ ბანკი | 1% |
ქართუ ბანკი | 1% |
ჰალიკ ბანკი – საქართველო | 1% |