პაშა ბანკმა სესხების პორტფელი 2,5-ჯერ გაზარდა
პაშა ბანკმა (საქართველო) 3 კვარტალი 2,9 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის 7,9 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა.
Q2-ის ბოლოს ზარალი 1,6 მლნ, ივლისიდან მოგებაზეა.
Q3-ის მდგომარეობით, პაშას წილი, მომგებიან ბანკებში (18), 0,8%-ია.
სასესხო პორტფელი გაზრდილია 2,5-ჯერ (y.y) და 1 ოქტომბრისთვის 99 მლნ ლარს აღწევს.
რეზერვები (3,8 მლნ) 3,7%-ს არ აღემატება.
ანაბრების პორტფელის ზრდაა 11% (y.y), მოცულობა 5,557 მლრდ ლარი.
აქტივები 283,7 მლნ ლარით, საბაზრო წილი 1,1%-ით განისაზღვრება (Q3/2014 – 132 მლნ; 0,7%.)
ბანკის 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანული პაშა ბანკია, ბენეფიციარები -არიფ პაშაევი (10%); არზუ ალიევა (45%); ლეილა ალიევა(45%).00%