„პსპ დაზღვევა“ ხელისუფლებას სავალდებულო დაზღვევის მხარდაჭერას სთხოვს

პსპ დაზღვევა  ქონების და ტვირთების დაზღვევის მიმართულებით აქტიურდება

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „პსპ დაზღვევა” ჯანმრთელობის დაზღვევის და ავტოდაზღვევის მიმართულებით ოპერირებს  და 2016 წლიდან გეგმავს სხვა პროდუქტების გამოტანას. ვლადიმერ ბეჟაშვილის თქმით, ბაზრის ანალიზით ევროპის ქვეყნებში ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ძირითადად ქონების და ავტოდაზღვევა ლიდერობს და არა ჯანმრთელობის დაზღვევა როგორც საქართველოში, მისივე თქმით, კარგი იქნება სადაზღვევო კომპანიები ინფორმირებულობის მიმართულებით მეტად გააქტიურდნენ, თუმცა თუ არ იქნება სავალდებულო სახეობების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან  როგორც მეზობელ ქვეყნებშია, რთულია სხვა სახეობის წამოწევა.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, პსპ დაზღვევას ძირითადი სეგმენტი კორპორატიული დაზღვევაა, კომპანიაში ამ დროისთვის 80 ათასამდე პირი და 200 მდე ორგანიზაციაა დაზღვეული.