საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ოთხი ელმავლი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამის შესახებ ქართული ელმავლების მწარმოებელ ქარხანაში „ელმავალმშენებელი” განაცხადეს.

კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ქარხანა აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ექვსი ახალი ელმავალის შეკეთების შეკვეთასაც ელოდება.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის მუშაობა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, „თუმცა ქარხანა გაჭირვებული პერიოდიდან თავის დაძვრენას” საექსპორტო ბაზრების გაფართოებით ცდილობს.

საქართველოში დამზადებული ელმავლები გასულ წლებში უკრაინასა და სომხეთში უკვე გაიგზავნა. „ელმავალმშენებელის” მიერ წარმოებული სათადარიგო ნაწილების ექსპორტი კი რუსეთში ამ დრომდე ხორციელდება.

წყარო: commersant