საქართველო ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მეთვრამეტე წლიურ კონფერენციას მასპინძლობს

საქართველო ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მეთვრამეტე წლიურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს გამოყენებას ეძღვნება. წლევანდელ კონფერენციაზე შერჩეულია 5 Startup-ი, რომელიც კონკურსში მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ სხვა საკითხებზეც. მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორი, ასევე საქართველოს ფინანსური ჰაბის ფუნქციაზე.

– ამერიკა საქარტელოს ბიზნეს საბჭო მრავალი წელია ცდილობს ამერიკული ინვესტიციები მოიზიდოს საქართველოში. გვაქვს გარკვეული წარმატებები, რაც ადასტურბეს ამერიკული ადასტურებს ამერიკული ბიზნესის ინტერესს საქართველოსადმი. მართალია ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში ხან უმჯობესდება, ხან უარესდება, მაგრამ ეს ასეა სხვა არა ერთ ქვეყანაში. ის რასაც ამჟამად ვხედავ საქართველოში ძალიან მომწონს. მომწონს, რომ ქვეყანა ძალიან მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ საქართველოში სწორი მიმართულებით მივდივართ.

– განაცხადა ამერიკა სქართველოს ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელმა, ენდრეს ვიმბუშმა.

– ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ისტორიაში პირველად გადავწყვიტეტ ჩაგვეტარებინა დამწყები ბიზნესისათვის კონკურსი ბიზნეს გეგმების მომზადების. ჩვენი ამოცანა საბოლოოდ არის, რომ გავაღრმავოთ საინვესტიციო აქტივობა ამერიკული ბიზნესის საქართველოში. ამისათვის საჭიროა კარგი პროექტების მომზადება, ისეთი პროექტების რომლებიც კომერციულად სიცოცხლისუნარიანი იქნება, მოიზიდავს კაპიტალს, შექმნის სამუშაო ადგილებს, განვითარდება და ა.შ.  სამწუხაროდ, ხშირად არ არის ასეთი პროექტები. ძებნა ჭირდება და მოპოვება ასეთ პროექტებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს როგორც საგანმანათლებო პროცესია ადამიანების, ქართველი ახალგაზრდების, მომზადება მათი კომერციული საქმიანობისთვის, ასევე ეს არის ბუნებრივია კომერციული ინიციატივაც. ჩვენ გვინდა რომ გამარჯვებულები მომავალ წელს წავიყვანოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩავუტაროთ მათ სპეციალური მოგზაურობა, რომლითაც ისინი შეძლებენ თავისი იდეების და პროექტების წარდგენას ამერიკელ ინვესტორებთან.

– განაცხადა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა.

– ძირითადი განხილვა რაცას შეეხებოდა, იმისდა მიუხედავთ რომ მოვიცავით თითქმის ყველა სფერო, რაც კი ფინანსურ მედიაციას შეეხება, იყო acsses to capital, ანუ დაფინანსების ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ზრდასრული ბიზნესებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ, არამედ ამ Sturtup-ებისთვი, ახალი ინიციატივების, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. როგორც ითქვა Startup არის ძალიან მაღალრისკიანი, ბანკი არის ინსტიტუტი, რომელიც უნდა მართავდეს დეპოზიტორების თანხებს და განათავსოს ეს ფული დაბალრისკიან დაბანდებეში.

– განაცხადა  დავით წიკლაურმა, TBC Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ.