“თბილისის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარით გაიზრდება“

„ქალაქის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარით გაიზრდება“, – განაცხადება ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. რაც შეეხება უშუალოდ ჩუღურეთის რაიონს, რიმა ბერაძე იმედოვნებს, რომ მის რაიონს დაფინანსება დაახლოებით 7 მილიონით გაეზრდება, რაც, ჯამში, დაფინანსებას თითქმის 21 მილიონამდე განსაზღვარავს.

„ქალაქის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით ძალიან მაღალი იყო საზოგადოების ჩართულობა, ჩემს რაიონში 120 ადამიანი დადიოდა და ეკითხებოდა მათ, რა იყო მათთვის პიორიტეტული. ანალოგიური ჩართულობა იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში. ვიმედოვნებ, რომ წელს ჩემი რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონით გაიზრდება. იმ ციფრების მიხედვით, რაც მერიაში გადავაგზავნეთ, ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტი 20, 700 000 ლარით უნდა განისაზღვროს. ვფიქრობ, რომ ამ ციფრს დააკმაყოფილებენ ,რადგან მთავარი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა, გზები, კეთილმოწყობა, სახლების გამაგრება და სოციალური საკითხები.

აღმაშენებლის ქუჩა მხოლოდ ფასადურად გაკეთდა ფოსტის შენობამდე და იმის იქეთ უკვე შეწყვეტილია. ვორონცოვის მოედნამდე 45 სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია. თბილისის განვითარებამ ეს თავის გეგმაში შეიტანა, ჩემი მთავარი პრიორიტეტი 2016 წელს იქნება, რომ მე ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურა შევცვალო. ჩემი მთავარი ამოცანაა, ფიროსმანის ქუჩის, კონსტიტუციის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩის დამთავრება და განვითარება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.