თბილისში მოქსის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

 

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო ინვესტიციების კორპორაცია 28 მილიონ დოლარს გამოუყოფს GTM Group-ს, იმისთვის რომ მან მერიოტის ჯგუფის ბრენდის, “Moxy”-ის სასტუმრო ააშენოს თბილისში. მარიოტის ქსელის ეკონომ სეგმენტის ბრენდი მოქსი სპეციალურად შეიქმნა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, რომლის პირველი სასტუმრო გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. თბილისში დაგეგმილი პროექტი პირველი იქნება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

– მერიოტის ბრენდს ვაფართოვებთ საქართველოში. შემოგვყავს სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდი “Moxy”, რომელიც ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარედ აშენდება. დასაწყისისთვის ინვესტიცია 20 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. მშენებლობა მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. “Moxy” – ეკონომკლასის სასტუმროა დაბალი ფასებით. ვფიქრობთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასტუმრო ბიზნესში არსებული დანაკლისის შევსებაში. საკმაოდ უნიკალური ბრენდია და საქართველოს შემდეგ შესაძლოა სხვა რეგიონებშიც შევიტანოთ.

– განაცხადა “GTM Group”- ის ხელმძღვანელმა რიკ დორჩმა.