არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

სამოქალაქო სექტორისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან საქმიანი და კრიტიკული შეხვედრა გაიმართა. როგორც “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ პრეზიდენტს სთხოვეს, რომ გარკვეულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებები გაეკეთებინა.

“გვქონდა ძალიან საინტერესო, საქმიანი განცხადებებით გამორჩეული შეხვედრა. ჩვენ მას ვუთხარით იმ განწყობების შესახებ, რასაც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ არ შეიძლება ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ის ჩვენ ცალკეულ მოსაზრებებში დაგვეთანხმა. კრიტიკა ჩვენი მხრიდან ეხებოდა პრეზიდენტის იმ განცხადებას, როდესაც მან თავისი შეხედულებით პირდაპირ მიუთითა კონკრეტულ მოსამართლეს, რომ არ მიეღო ხისტი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც სასამართლო დამოუკიდებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ირიბი ზეწოლა მართლმსაჯულებაზე. ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მეტი განმარტება გაეკეთებინა”,
– განაცხადა კაიკაციშვილმა.
[wpolling id=”9″ width=”” height=””]