ჯარჯი აქიმიძე: ნაცმოძრაობას “რუსთავი 2” იმ ფასად დავუთმეთ, რაც გვარამიას ჯიპი ღირს

“რუსთავი 2″-ის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს ცხრილები, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა და რომ თურმე ჩვენ დავთმეთ 200 000 აშშ დოლარად ჩვენი წილი”, –  ამის შესახებ “რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია “მაესტროსთან” განაცხადა.

“ამ შეთხვევაში თავი გავანებოთ ქიბარ ხალვაშს და ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა ადამიანმა, რომლებიც დღიდან  დაარსებისა, “რუსთავის 2”-ში ღამეებს ვათენებდით, ნერვების შლისა და ამდენი სასამართლო პროცესებისა და ა.შ. ვაქციეთ ეს ტელევიზია №1 ტელევიზიად, რომელიც არის წარმატებული, მოდის რეკლამა და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ ორივემ ერთად, გაგვინათდა გონება და “ნაციონალურ მოძრაობას” 200 000 დოლარად, დაახლოებით, იმ ფასად რაც ღირს, ალბათ, დღეს ბატონი ნიკა გვარამიას ჯიპი, რომლითაც ის დასეირნობს, დაახლოებით, ერთი ჯიპის ფასად, ასე მივედით, ჩავახუტეთ ამ თანხად ეს ყველაფრი. მადლობა გადაგვიხადეს სახელმწიფოებრივი ზრუნვისთვის და წამოვედით. თუ ვინმეს ასეთი რამე წარმოუდგენია, მგონია, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.