„ყარამანიშვილები ნომინალური მფლობელები არიან – ნამდვილი მფლობელი სააკაშვილია“

მიუხედავად იმისა, რომ ძმები ყარამანიშვილი „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ მფლობელებად ითვლებიან, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში ისე სრულდება, რომ ყარამანიშვილები ასპარეზზე არ გამოჩენილან. მათ ამ დავის შესახებ არც განცხადება გაუვრცელებიათ.

მფლობელების ნაცვლად, აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, ამავე პარტიის პოლისტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი და არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მეტიც, როგორც ამბობენ, თავად ყარამანიშვილები სასამართლო პროცესის შესახებ განცხადების გაკეთებას არ გეგმავენ. მეტიც, ზაზა ბიბილაშვილი რომელიც სასამართლოზე „რუსთავი 2“-ის და ასევე, ყარამანიშვილების ადვოკატის სახელით გამოდის, რეალურად, არა ყარამანიშვილებმა, არამედ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა აიყვანა.

ყრამანიშვილების დუმილი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობა აჩენს ეჭვებს, რომ ყარამანიშვილები ამ ტელევიზიასთან არავითარ კავშირში არ არიან. ამ დრომდე ყარამანიშვილების მხოლოდ ფიზიკური არსებობა დასტურდება, რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მათი შემხებლობა ამ ტელეკომანიასთან არ დასტურდება.

ჟურნალისტი, შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ყარამანიშვილების დუმილი ეჭვს იწვევს. მისივე განცხადებით, ყარამანიშვილები არ არიან „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელები და არც არასოდეს ყოფილან.

„ხალხს ამხელა ქონებას ართმევენ და ხმას არ იღებენ, ამით ყველაფრი გასაგებია და ეს ჰიპოთეზებზე დაფუძნებული ეჭვი არ არის, ყარამანიშვილები არ არიან „რუსთავი 2“-ის მფლობელები და არც არასოდეს ყოფილან. ესენი არიან ნომინალური მფლობელები, ნამდვილი მფლობელი სააკაშვილია. ამას არც გვარამია უარყოფს, როდესაც ამბობს, რომ ძალიან ხშირად ესაუბრება სააკაშვილს „რუსთავი 2-ზე“.

სააკაშვილი მართავს ამ ტელევიზიას, ის გასცემს დირექტივებს, თუმცა გვარამია ამბობს, რომ ეს მხოლოდ რჩევის სახით ხდებაო. ცხადია, რომ  „რუსთავი 2“-თან არავითარ კავშირში არ არინ და ყარამანიშვილები საერთოდ ჩამოშორებული არიან ამ პროცესებს –  არც აინტერესებთ რა ხდება“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შალვა რამიშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბიბილაშვილის აქტიურობას, როგორც რამიშვილი აცხადებს, ის ნაციონალური მოძრაობის წევრია.

„ზაზა ბიბილაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო „რუსთავი 2“ არის მიშა სააკაშვილის – ყველაფერი გასაგებია. საინტერესო არის ერთი დეტალი, „რუსთავი 2“  მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გამოდით, დემოკრატია საფრთხეშიაო, მაგრამ ამის მიუხედავად საზოგადოება არ გამოდის – რატომ? – მიზეზი ნათელია, „რუსთავი 2“-მა ვერ მოახერხა დისტანცირება ნაციონალებისგან.

ერთ-ერთი პარტიული ლიდერი და ყოფილი პროკურორი დირექტორია, ხოლო ადვოკატი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, შესაბამისად, ხალხს აქვს რწმენა, რომ თუ მხარს დაუჭერენ „რუსთავი 2“-ს, ისინი ამით მხარს დაუჭერენ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას. ამიტომ არ უჭერს ხალხი მათ მხარს“, – აცხადებს შალვა რამიშვილი.

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი დარწმუნებულია, რომ ყარამანიშვილები არ გამოჩნდებიან. მისივე თქმით, გასაგებია, რა სქემაა და ვის წარმოადგენენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ადამიანის უკან გაცილებით სერიოზული გავლენიანი ფიგურა დგას.

„ყარამანიშვილები არც გამოჩნდებიან. სულ მქონდა კითხვა, ნიკა გვარამია რატომ იღწვის ამდენს, მესმის, რომ ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ არცერთი ნაციონალი არ იკლავს თავს, ბევრი საერთოდ გაერიდა ამ სიტუაციას. რატომ არის ეს ადამიანი ფრონტის ხაზზე გამოშვებული? – გვარამიას აქვს კონკრეტული დავალება, რომ ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ეს მდგომარება. თორემ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები რას კარგავენ, ერთ დირექტორს, რომელიც სიტყვის შეცვლის საშუალებას არ აძლევს.

ძალიან ბვერს ვიცნობ, რომლებიც ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ახლა იძულებული არიან ამ თამაშის წესით ითამაშონ. გასაგებია, ეს ყარამანიშვილები ვიც არიან და რას წარმოადგნენ. მათი სახელის ხსენება საერთოდ არ ყოფილა და მე ძალიან მიკვირს რატომ არ იღებენ ხმას ამ საქმის გარშემო. ყარამანიშვილები მხოლოდ ფიზიკურად არსებობენ, ესენი არიან ე.წ. ფიგურები, რომელთა საშუალებით გადის ძალიან ბევრი ფული ქვეყნიდან“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.