აზიმ სადიკოვი: საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე დიდია ვიდრე ჩვენი პროგნოზი იყო

“საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2,5 პროცენტზე მეტია და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი პროგნოზი და მოლოდინი იყო”, – აღნიშნულის შესახებ, სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა მდგრადია. როგორც სადიკოვმა, რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის პრეზენტაციისას განაცხადა, მომდევნო წლებში საქართველოში ზრდა უფრო მეტად მაღალი იქნება, ვიდრე ნავთობის იმპორტიორ სხვა ქვეყნებში. “ეს არის კარგი ბიზნესგარემოს, ასოცირების ხელშეკრულებისა და სტრუქტურული რეფორმების დამსახურება”, – აღნიშნა სადიკოვმა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვებნებლი 2 პროცენტის ფარგლებშია. 2016 წლის პროგნოზი კი 3 პროცენტია.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]

წყარო: Ipress.ge