მიხეილ სააკაშვილი: ახლა საჭიროა ფიზიკური დაპირისპირება, თუ ეგ არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი

“საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია. თუ ეგ არ შეგვიძლია, არაფერი, კაპიკია ჩვენი ფასი”, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთ ლიდერთან გიგა ბოკერიასთან საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებგვერდმა uareview.in.ua ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას მიხეილ სააკაშვილთან საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.