“საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, ჩვენთვის პრაქტიკულად დიდი ცვლილება არ მომხდარა”

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილების შეწყვეტა, ამ ეტაპზე, პრაქტიკულ ცვლილებას არ იწვევს – აღნიშნული შესახებ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის გარდამავალ პერიოდად 1–ის ნაცვლად 4 თვე განისაზღვრა და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს.

“თითოეული ჩვენგანი, სააგენტოს საბჭოს წევრები და მეც როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ვემორჩინებით ამ გადაწყვეტილებას და ვიზიარებთ მას. სააგენტოს საბჭოს ბოლო სხდომაზე, სადაც ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი დებულება, სტრუქტურა, ბიუჯეტი და საშტატო ნუსხა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო 1 თვის ნაცვლად 4 თვე. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თხოვნა და თხოვნით მივმართეთ პარლამენტს რომ ცვლილება შესულიყო კანონში.

გამომდინარე აქედან, პრაქტიკულად მომავალი წლის თებერვლამდე არსებულ ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი და პასუხისმგებლობას ის იღებს. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის პრაქტიკულად დიდი ცვლილება არ მომხდარა, ჩენ გვექნება მეტი დრო იმისთვის, რო კიდევ უფრო მეტად მოვემზადოთ და ინტეგრირებულები ვიყოთ ამ პროცესებში.

ჩვენი მუშაობა შეჩერებულია კანონიდან გამომდინარე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც თითოელი ჩვენგანი ემორჩლება. იმედი მაქვს რომ როდესაც საოკნსტიტუციო სასამართლო დაასრულებს საქმეს, ჩენ უფრო მეტად ვიქნებით მზად და ინტეგრირებული ამ პროცესებში გადაწყვეტილების მისაღებად”

– განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.