ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის შემცირება მეწარმეების წაახალისებს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.
„ეს შეღავათი პირველ რიგში დადებითად იმოქმედებს ადგილობრივ წარმოებაზე, რადგან ის საქართველოში დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებს შეეხება. ვფიქრობ, მეწარმეებს გაუჩნდებათ სტიმული ადგილობრივი ნედლეულით ესა თუ ის ალკოჰოლური პროდუქცია აწარმოონ“–აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, „აფბას“ ანალიტიკოსის აზრით, რა თქმა უნდა ამ ცვლილების შედეგად მას თანხები დააკლდება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა წავიდა დათმობაზე, რათა ადგილობრივი წარმოება წაახალისოს.“–აღნიშნა ანალიტიკოსმა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.