ჩინეთში „ერთი შვილის პოლიტიკის“ გაუქმებამ მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის აქციების ფასზე იმოქმედა

ჩინეთში პოლიტიკის „ერთი ოჯახი-ერთი შვილი“ გაუქმებამ, არ დააყოვნა ასახვა ინვესტორების და ჩვეულებრივი მოქალაქეების ქცევაზე. წინა კვირას ამოქმედებული ცვლილებიდან მეორე დღეს, საფენების, საბავშვო ეტლების და საკვების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. პრეზერვატივების მწარმოებლები კი პირველ ზარალს განიცდიან.

ანალიტიკოსების აზრით, მეორე ბავშვის ყოლის შესაძლებლობა, სამომხმარებლო მოთხოვნის სტრუქტურას შეცვლის.

“სავარაუდოდ ისინი ნაკლებ აიფონს და სამსუნგს იყიდიან და მათ ნაცვლად უფრო იაფფასიან ჩინურ ტელეფონებს მიანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ეკონომიით მიღებული ფული წავა საკვებზე და გასართობებზე ბავშვებისთვის“, – მიაჩნია U.S.-China Partners -ის პრეზიდენტს სავიო ჩანს.

Credit Suisse-ის შეფასებით კი, შობადობა ჩინეთში შესაძლოა წელიწადში 3-6 მლნ-ით გაიზარდოს, რაც ნიშნავს სამომხმარებლო ხარჯების გაზრდას $19-დან $38 მლრდ-მდე, ანუ 4-6%-ით მეტს ახლანდელ დონესთან შედარებით.

წინა კვირის პარასკევს, ჰონგ-კონგის ბირჟაზე ყველაზე კარგად იყიდებოდა კომპანია China Child Care-ს აქციები.

პრეზერვატივების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Okamoto-მ კი აქციების ფასის 10%-იანი ვარდნა განიცადა.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]