ფქვილის იმპორტი რუსეთიდან გაიზარდა

მიმდინარე წელს რუსეთიდან ფქვილის იმპორტი 177%-ით გაიზარდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 22 ათას ტონაზე მეტი ფქვილი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში, რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 8 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა.

 რაც შეეხება მონაცემებს თანხაში. 2015 წლის 9 თვეში რუსეთიდან 6 მილიონ 140 ათასი დოლარის ფქვილი შემოვიდა, 2014 წლის 9 თვეში კი ციფრი ორნახევარ მილიონს უტოლდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ფქვილის იმპორტს არადინამიური ხასიათი აქვს.

 უფრო კონკრეტულად კი 2006 წელს საქართველომ 62 ათას ტონაზე მეტი რუსეთში წარმოებული ფქვილი მოიხმარა. 2007 წელს კი, ანუ ემბარგოს გამოცხადების შემდგომ წელს, საქართველოში რუსული ფქვილის იმპორტი გაიზარდა და 71 ათას ტონას გაუტოლდა.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]