კაპიტალ ბანკს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს
კაპიტალბანკს სამეთვალყურეო საბჭო, ახალი შემადგენლობით მართავს.
საბჭოს თავმჯდომარე, ჯილბერტ რიჩარდ არმერტა, ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელს ESOL B.V – წარმოადგენს. ის ასევე აღნიშნული კომპანიის ერთპიროვნული მესაკუთრეა.
ამ დროისთვის ESOL B.V-ი ფლობს აქციების 60%-ს (42,22%+17,78%). 17,78% – ბანკის ყოფილი მაჟორიტარი აქციონერის, ალექსანდრე კურტანიძის მიერ, კუთვნილი 33,24%-დან მართვის უფლებით არის გაცემული, დანარჩენი 15,46% ანალოგიური ფორმით გაცემული აქვს Trenfor -ისთვის, რომელიც ამ დროისთვის კუთვნილ 24,54%-ს, გაზაფხულზე 40%-მდე გაზრდის.
ნიდერლანდური ჯგუფი, ბანკის აქციენერი ახლახანს გახდა, პირველი ინექციით, 5 მლნ ლარით გაზარდა განაღდებული კაპიტალი. მორიგი ზრდა გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი და შედეგად, საზედამხედველო ნორმაც შესრულდება.
ამ ეტაპზე საზედამხედველო კაპიტალი, რომელიც 2,5 მლნ ლარამდე იყო, ჯერ სრულად ვერ შეივსო.
ბანკის სამეთვალყურეო 5-წევრიან საბჭოს, არმერტასთან ერთად წარმოადგენენ ახალი წევრები არჩილ მჭედლიძე და უილიამ ჩარლზ მორი, ძველი გუნდიდან გიორგი გზირიშვილი და მერაბ ჩიხრაძე.
[wpolling id=”9″ width=”” height=””]