ქიბარ ხალვაში: ხელები შორს რუსთავი 2–ისგან!

ბიზნესმენი ქიბარ ხალვასი განცადებას ავრცელებს რომელსაც “ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსთავი 2–ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი.

ძალიან კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით ტელეკომპანია რუსთავი2–ის მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან. მესმის და ვხვდები, თუ როგორ უნდათ გაქციონ სიტუაციის მძევლებად, როგორ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, იმისთვის, რომ გაგწირონ და შეწირონ თქვენი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი, თქვენი სიცოცხლეც კი საკუთარი ამბიციებისა და ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას.

მე გარწმუნებთ და გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან.

მივმართავ სისხლიან ტერორისტ მოძალადე სააკაშვილს!

კმარა რაც ატერორე საქართველოს მოსახლეობა! კმარა, რაც ატერორე ბიზნესმენები, გადაუწვი და ჩამოართვი საკუთრება, დაუნგრიე ცხოვრება!

კმარა რაც ატერორე რუსთავი 2 და იძალადე თავისუფალ სიტყვაზე! ხელები შორს რუსთავი 2–ისგან!

ქიბარ ხალვაში