მომავალ წელს რუსთავში McDonald’s–ის რესტორანი გაიხსნება
ამ მიზნით კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s–ის ფრანჩაიზერია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 4000–ზე მეტი კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 200 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა.
მენეჯმენტმა McDonald’s-ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა 11 თვესი უნდა შეძლოს.
კომპანიას ახალი რესტორნის გახსნა 4 მლნ ლარი დაუჯდება.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, კომპანიამ 40 ადამიანი უნდა დაასაქმოს.
„მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი საქართველოში, 1999 წელს გაიხსნა. ამ დოირსთვის ქვეყანაში „მაკდონალდსის“ 8 რესტორანში 800–მდე თანამშრომელი მუშაობს.
[wpolling id=”9″ width=”” height=””]