პაატა სალია: ჩვენი ოპონენტები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან

პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენს მხარეს არცერთ ეტაპზე არ დაუფიქსირებია, რომ ვაპირებდით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. ეს იდეა მომდინარეობდა თავად მოწინააღმდეგე მხარისაგან, მათ მიერ იქნა გაჟღერებული და ამას დაემატა მათივე ის სცენარები, რომ თითქოს ვინმე გეგმავდა ტელევიზიაში სპეცდანიშნულების რაზმებით შესვლას.

ჩემს მარწმუნებელს ქიბარ ხალვაშს და მე არ განგვიხილავს და არ გადაგვიწყვეტია წავსულიყავით ამ გზით თუნდაც დაკმაყოფილებულიყო ჩვენი სარჩელი პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ. ჩვენს გეგმებში და ჩვენს სტრატეგიაში არ შედიოდა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

რაც შეეხება იმ ნორმებს რომელზედაც მკითხეთ, ეს ნორმები ეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს განსაკუთრებული გარემოებები და როდესაც გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

ეს არის ერთ–ერთი ნორმა რომელიც გაასაჩივრა რუსთავი 2–მა საკონსტიტუციო სასამართლოში და მეორე ნორმა რომელიც ითვალისწინებს დუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანას მხარეთა უშუალო მონაწილების გარეშე. ამ ნორმით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარაშე მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს გეგმაში, ჩვენს სტრატეგიაში, დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნა არანაირად არ შედიოდა და ჩვენს დავასთან მიმართებაში ვთვლით რომ ეს არაფერს არ ცვლის.

–იურისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ კანონი შევარდნაძის ხელისუფლებამ მიიღო და ამ დრომდე უცვლელად მოქმედებდა თუმცა მეორე ნაწილი ამბობს, რომ ცვლილებები 2007,2008,2009, 2010 წლებში შევიდა. დღეს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2009 წელს პარლამენტმა ცვლილებები მის დასასჯელად მიიღო. ამასთან მედიაში დაიწერა ისიც, რომ თავის დროზე ქიბარ ხალვაშის ქონების სწრაფად გაყიდვა, რომ მომხდარიყო მაშინ შეცვალეს სკანონი. თქვენ თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ რას ეხება ეს მუხლი ?

აქ სხვადასხვა ნორმებზეა საუბარი, ის რაც რუსთავი2–მა გასაჩივრა, ეს არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, ამას კავშირი არ აქვს არც ნინო ბურჯანაძის საქმესთან არც ქიბარ ხალვაშის საქმესთან.

აქ სხვადასხვა ნორმებზე ვსაუბრობთ, თუმცა რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, მართალია ეს პირველივე დღიდანვე არსებობდა, კოდექსის ძალაში შესვლის პირველი დღიდანვე, თუმცა 2007 წელს, მასში შევიდა ცვლილება რომლის მიხედვითაც მხარეთა დასწრების გარაშე სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღება შიძლებოდა, სწორედ ამ ნორმას ასაჩივრებს დღეს რუსთავი 2. ამ ცვლილების განხორციელება მოხდა 2007 წელს მანამდე ეს შეუძლებელი იყო მხარეთა პოზიციების მოსმენის გარაშე, რაც შეხება 2009 წელს განხორციელებულ ცვლილებას ეს იყო საგადასახადო კოდექსში რომელიც აძლევდა შესაძლებლობას საგადასახადო ორგანოს კერძოთ კი შემოსავლების სამსახურს იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიყიოდებოდა აუქციონზე გადასახადის გადამხდელის ქონება ეს ქონება მიექცია სახელმწიფოს საკუთრებაში.

მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ქიბარ ხალვაშის დავებთან დაკავშირებით მიღებული იყო სასამართლო გადაწყვეტილებები და ხელისუფლებამ ვერ შეძლო მაშინ გაესხვისებინა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიები და ამ კომპანიების წილები აუქციონებზე, მაშინ ჩვენ საკმაოდ აქტიური კამპანია ჩავატარეთ და ვთხოვდით ყველას, რომ არ ეყიდათ წართმეული ქონება. ფაქტობრივად ვერაფრის გაყიდვა ვერ მოხერხდა აუქციონის წესით. სწორედ ამ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდგომ პარლამენტმა მიიღო ცვლილება რომლითაც შესაძლებელი გახდა ქონების პირდაპირ სახლმწიფოს საკუთრებაში მიქცევა.

ძალიან საინტერესო, რამ მოხდა 2009 წელს, როცა კანონი მიიღეს და კანონი ითვალისწინებდა ორჯერ აუქციონის ჩატარებას და არცერთხელ არ ჩაუტარებიათ ქიბარ ხალვაშის ქონებასთან დაკავშირებით აუქციონები, პირდაპირ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული. ეს იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის 18 სექტემბრის ბრძანება. თუმცა, მისი ქონების გადანაწილება, სხვადასხვა რეგიონებში გადაგზავნა, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებითვის გადაცემა მოხდა გაცილებით ადრე, ანუ მანამ სანამ შემოსავლებსი სამსახური მიიღებდა ამის თაობაზე გადაწყვეტილებას.

–ქიბარი გაიქცა რუსთავი 2 თავისუფალია ეს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაწერეს, სად არის ქიბარ ხალვაში თუ გაქვთ ინფორმაცია ?

–ვფიქრობ, უადგილო ხუმრობის მცდელობაა რუსთავი 2–ის ქიბარ ხალვაში რამდენიმე დღით გაემგზავრა გერმანიაში, მალევე დაბრუნდება საქართველოში, რა თქმა უნდა არსად გაქცეულა და ნამდვილად საქართველოში იქნება უახლოეს მომავალში.

–რუსთავი 2–ის ადვოკატები ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაში დავას მტკიცებულებების გარეშე აწარმოებს, რა არგუმენტები და მტკიცებულებები გაქვთ იმისთვის, რომ სასამართლოს დარწმუნება შეძლოთ?

–არაერთხელ გაისმა რუსთავი2–ის პარტნიორი ადვოკატებისაგან ეს ბრალდება ჩვენი მხარის მიმართ. ძალიან უცნაურია ეს განცხადება მათი მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ ამბობენ, რომ სარჩელი არის კომიკური, საქმეში არ არის მტკიცებულებები და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ საქმე არის კომპლექსური, არის ძალიან რთული, ის უნდა განიხილოს სამმა მოსამართლემ, საქმე არის პრეცენდნტული და ა.შ.

თავის თავს ეწინააღმდეგებიან, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა საქმეში არის მტკიცებულებები. სხვას რას ემსახურებოდა მათი შუამდგომლობები, რომელიც არაერთხელ დააყენეს სხვადასხვა მტკიცებულებების ამორიცხვის თაობაზე.

–რა მტკიცებულებებს გულისხმობთ?

თუ საქმეში მტკიცებულებები არ არის, მაშინ რის ამორიცხვას ითხოვს მოწინააღმდეგე მხარე. საქმეში არის მტკიცებულებები, საქმეში არის ხელშეკრულებები, რომლითაც ხდებოდა წილების გადაფორმება სხვადასხვა დროს. უშუალოდ ხელშეკრულებების შესწავლისას ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ არასდროს არცერთ შემძენს, რომელსაც პრეტენზია აქვს კეთილსინდისიერებაზე, არასდროს არავითარი თანხა არ გადაუხდია. სხვადასხვა დროს ისინი მონაწილეობენ ტრანზაქციებში, ანუ ისინი სხვადასხვა პერიოდში არიან მესკუთრეები, ანუ ერთი და იგივე წრეზე დადის წილები სხვადასხვა პირების და სხვადასხვა კომპანიების საკუთრებაში, მაშინ როდესაც ყველა ეს პირი და კომპანია ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ჩვენ სადაოდ გავხადეთ მათი კეთილსინდისიერება. არცერთი მტკიცებულება მათი მხრიდან თუნდაც გადახდის ერთი ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე მესკუთრემ ეს წილი შეიძინა და ნამდვილად გადაიხადა თანხა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ჩვენ საქმეში გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება რომელიც არის ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა განსაზღვრავს წილების ღირებულებას იმ პერიოდისთვის, როდესაც ქიბარ ხალვაშსს ეს წილები დაათმობინეს ნომინალურ ფასში. ექსპერტიზის შეფასებით წილების ღირებულება იმ დროსითვის 10 ჯერ და 20 ჯერ მეტი არის იმ ღირებულებაზე, რაც დაფიქსირებულია ხელშკრულებაში. ეს გვაძლევს საფუძველს იმისთვის, რათა ვიდაოთ ამორალური გარიგების ნორმებით და მოვითხოვოთ ამ გარიგებების ბათილობა და დღვანდელი მესაკუთრეებისგან, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები და არაფრით არ დასტურდება მათი კეთილსინდისიერება, მოვითხოვოთ  წილების დაბრუნება.

–რა გადაწყვეტილებას ელით სასამართლოსგან?

ფაქტია, პროცესის ყველა ეტაპზე, მოპასუხე მხარის გამოსვლები პოლიტიკური მოტივებით იყო გაჯერებული. ჩვენ მუდმივად გვიხდებოდა მოპასუხე მხარის პოლიტიკური შინაარსის განცხადებების მოსმენა და სამართლებრივი არგუმენტები მათი მხიდან პრაქტიკულად იშვიათობას წარმოადგენდა. შეგახსენებთ, საქმე ეხება სამოქალაქო დავას. დღესაც, მოვისმინეთ მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვა, რომელიც პოლიტიკური მოტივებით იყო გაჯერებული. რეპლიკის დროს ჩვენ არ ვაპირებთ პასუხები გავცეთ პოლიტიკურ განცხადებებს, რეპლიკაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ სამართლებრივ ასპექტებზე, რომელიც სარჩელში გვაქვს და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსამართლეს დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი”, – განაცხადა პაატა სალიამ.