რამდენ საათიანი მუშაობაა საჭირო აიფონის შესაძენად

ვის უწევს ყველაზე მეტი მუშაობა აიფონის საყიდლად

რამდენი საათი უნდა იმუშაო იმისთსვის რათა  შეძლო აიფონის ყიდვა? მსოფლიოში ამის სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს, რაც განპირობებულია პროდუქტიულობით და მსყიდველთუნარიანობით.

ციურიხში და ნიუ იორკში აიფონ 6-ის შესაძენად საჭიროა 3 სამუშაო დღის ანაზღაურება. განსხვავებით კიევისგან, სადაც აიფონ 6-ის შეძენა შესაძლებელია 13 კვირიანი მუშაობის შემდეგ.

გრაფიკზე მოცემულია ქვეყნები და სამუშაო საათები, რომლის მუშაობის შემდეგ მიღებული ანაზღაურებითაც შესაძლებელია აიფონ 6-ის (16 გიგაბაიტიანი) შეძენა.

timerequiredtobuyaniphone

 

მომდევნო გრაფიკში ნაჩვენებია თუ რამდენი ხანი მუშაობაა საჭირო რათა ერთი კილო ბრინჯის, ერთი კილო პურის, 1 ბიგ მაკის და აიფონ 6 (16 გიგაბაიტიანი) ფული იქნას გამომუშავებული. კენიაში, მაგალითად, 3 საათიანი მუშაობაა საჭირო ბიგ მაკის შესაძენად, მაშინ როცა ამერიკაში სულ რაღაც ათი წუთის მუშაობის შედეგად გამოვიმუშავებთ ბიგ მაკის შესაძენად საყიდელ საჭირო თანხას. ციურიხში მხოლოდ 5 წუთი მუშაობაა საჭირო 1 კილო ბრინჯის საყიდელი თანხის გამომუშავებისთვის, კენიის დედაქალაქ ნაირობში კი 62 წუთიანი მუშაობის შედეგადაა შესაძლებელი იგივე.

bigmac

ეს განსხვავებები ძირითადად განპირობებულია მსყიდველთუნარიანობით, პროდუქტიულობით და ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ფასებით.

ესეთი შედეგები განაპირობა სტანდარტულმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 122 სახეობის სერვისის და პროდუქტის ფასებზე, ასევე 17 სხვადასხვა პროფესიის ანაზღაურებაზე მსოფლიოს 71 ქალაქის მასშტაბით.

 

World Economic Forum