ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა

ლარის კურსი დღეს ისევ მკვეთრად გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 0.0249 პუნქტი შეადგინა.

0.0131 პუნქტით დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და 2.6766 პუნქტზე დაფიქსირდა.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამ მომენტისთვის დოლარის გაყიდვა–შეძენის ღირებულება, შესაბამისად 2,45–2,50–ის ფარგლებშია.

შარშან ლარის კურსის ყველაზე მკვეთრი ვარდნა სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4499 ლარი იყო.

ლარის ისტორიაში, ამ მომენტამდე, კურსის მინიმალური ნიშნული 2,4510 იყო, რომელიც 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა.

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4705 შეადგინა.