“ეს არის ლარის კურსის კორექტირება იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რაც მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში”  

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში, წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა

აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის, მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საფუძველს ვერ ხედავს იფიქროს, რომ ამ პროცსს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ნეგატიური შედეგი მოჰყვება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს წელს ეკონომიკური ზრდა ექნება.

,,ეს არის ლარის კურსის კორექტირება იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რაც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგაშო არ არის და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. ჩვენ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ, რომ ამაში რაიმე ნეგატიურს ვხედავდეთ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, დღეს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარია.

წყარო