წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ „ივერიას” ადგილას ახალ, 160 ნომრიან სასტუმროს კომპანია “ჯეო მონტე გრუპი” ააშენებს
წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ „ივერიას” ადგილას ახალ, 160 ნომრიან სასტუმროს კომპანია “ჯეო მონტე გრუპი” ააშენებს. მის მშენებლობაში კომპანია 6,4 მლნ ევროს ინვესტიციას განახორცილებს.
შენობა პირობებიან აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 253 000 ლარად გაყიდა. ინვესტორი ვალდბეულებას იღებს ახალ სასტუმროში 80 ადამიანის დასაქმებაზე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.
აუქციონი ქონების მართვის საააგენტომ 2016 წლის იანვარში გამოაცხადა, სასტუმროს ახალი მფლობელი შპს “ჯეო მონტე გრუპი” კი 2015 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ისრაელის მოქალაქე ოფერ აგამია.
წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ რიგით მეორე ობიექტია, სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება. შეგახსენებთ რომ 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“ გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.
Bpi.ge