“კანონით ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ორგანო არ გვყავს”

ლარის მდგომარეობის შეფასებაში აღმასრულებელ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს (სებ) შორის დისონანს  ვერ ხედავს  ნოდარ ჯავახიშვილი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაესტროსთან საუბარში აღნიშნავს, რომ  სებ-ი და ხელისუფლება დაახლოებით ერთნაირად აფასებენ მდგომარეობას და დევალვაციის გამომწვევ იდენტურ ფაქტორებს ასახელებენ.

ნოდარ ჯავახიშვილი საკანონმდებლო ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას – „სამწუხაროდ საკანონმდებლო დონეზე, ქართული, ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ორგანო არ გვაყვს“.

ამასთან ემიჯნება  იმ მოსაზრებას, რომ  სებ-ის 2015 წლის ანგარიში პარლამენტში მოსასმენი არ არის, – „ქადაგიძეს ვალდებულება აქვს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში ჩააბაროს. ამიტომ ამის ირგვლივ  დებატები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, – ჯავახიშვილს თანაგუნდელების საუბრის ნიშნის მოგებითი ფორმატიც უჩვეულოდ ეჩვენება, სებ-ში, ქადაგიძის მემკვიდრის მისვლის შემდეგ მდგომარეობის გააუმჯობესებასა თუ შესაძლო გაუარესებაზე.

სებ-ის ყოფილმა  პრეზიდენტმა ეკონომიკური პროგნოზებისგან,  ლარის დევალვაციის მიზეზებსა და გამოსავალზე  საუბრისგან,  კომპეტენციის უკმარისობის საფუძვლით, თავი შეიკავა.  აღნიშნა, რომ  მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში გასაკეთებელი საქმე მის მთელ დროს მოითხოვს, სავალუტო ბაზრის გასაანალიზებლად არც შესაბამისი ემპირიული მასალა აქვს და აღარც კვალიფიკაცია.

წყარო