„მოვალეთა რეესტრში“ რეგისტრირებულთა რაოდენობა ერთ თვეში თითქმის 2700-ით გაიზარდა
აღსრულების ეროვნული ბიუროს 1 თებერვლის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში 146 185 პირია რეგისტრირებული, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით თითქმის 2 700-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ მოვალეთა რეესტრში2015 წლის ბოლოსთვის 143 517 პირი იყო რეგისტრიორებული, 2014 წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 133 583–ით განისაზღვრებოდა.
რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.
აღსრულების კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს.
[wpolling id=”11″ width=”” height=””]