სემეკი აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” ტარიფების მომატების საკითხის დარეგულირებაზე მუშაობს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, აბანოების ხელმძღვანელებთან  გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები და კომისია დღემდე მუშაობს საკითხის დარეგულირებაზე.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაუდგინა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 3.729 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 3.013 ლარი/მ3-ით. წყალანირების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 0,716 ლარი/მ3-ით.(ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე). კომისია ტარიფებს არ უდგენს კონკრეტულად რომელიმე აბონენტს/მომხმარებელს. ტარიფების დადგენა ხდება წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანიებისათვის. ამ შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებამოსილია, რომ მომხმარებელს სასმელი წყალი მიაწოდოს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში. აბანოების ხელმძღვანელებთან კომისიაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. კომისია დღემდე მუშაობს საკითხის დარეგულირებაზე“,-აცხადებენ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ GWP-ს მიერ გაზრდილმა გადასახადმა შესაძლოა, აბანოთუბანში, აბანოების დახურვა გამოიწვიოს.

აბანოების ხელმძღვანელების ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გაზრდილმა გადასახადმა აბანოებს პრობლემები შუქმნა.

როგორც ხელმძღვანელებმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადეს, მათ ყველა სამინისტროს დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა ყველა უწყებამ პრობლემას თავი აარიდა.