ქართული GM Pharmaceuticals დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენაზე

ა.წ. 15 – 17 მარტს GM Pharmaceuticals – მა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ერთხელ წარადგინა ქართული ფარმაცევტული წარმოება ქალაქ დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენა DUPAT 2016 – ზე.

DUPAT 2016 – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი გამოფენაა ახლო აღმოსავლეთში. იგი ყოველწლიურად იმართება 1995 წლიდან და მასპინძლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ფარმაცევტული მარკეტინგის სპეციალისტებს. DUPAT 2016  საშუალებას აძლევს პროფესიონალებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპასა და აზიას.

„GM Pharmaceuticals – წარმოადგინა  ქართული ფარმაცევტული წარმოება – 185 ზე მეტი დასახელების პროდუქტი, წარმოებული საერთაშორისო სტანდარტებით და დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. დაიდო ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა ახალი პროექტები, რომელთა წყალობით GM Pharmaceuticals – კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო არენაზე როგორც ქართული, ევროპული სტანდარტების მქონე ფარმაცევტული ბრენდი“-აცხადებენ „GM Pharmaceuticals“-ში.