NASA-ს 16 წლიანი შრომა და აქამდე უცნობი ფოტოები დედამიწის შესახებ

Nasa-ს ინსტრუმენტები კოსმოსში სახელად, “Advanced Spaceborne Thermal Emission”-ი და “Reflection Radiometer (ASTER)”-ი უკვე 1999 წლიდან იღებს სურათებს კოსმოსიდან დედამიწაზე. ამ დროისთვის კი მას უკვე გადაღებული აქვს დედამიწის ზედაპირის 99%-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ მოცემული ფოტოები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი არ იყო და ისინი სულ ახლახანს გამოაქვეყნა NASA-მ. ნასას მიერ დაგროვილი 16 წლიანი მასალა დედამიწის შესახებ, უკვე ყველას შეუძლია იხილოს.

გთავაზობთ მათგან ყველაზე გამორჩეულ ფოტოებს:

1. ASTER-ის გადაღებული ბევრი სურათი ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, თითქოს ბავშვის მიერ არის დახატული, ერთ-ერთი მათგანია ქვემოთ მოცემული სურათი, რომელიც ანდების მთებია სინამდვილეში. ASTER-ს ინფრაწითელი კამერა გააჩნია, რომელიც განასხვავებს ტემპერატურას, სიმაღლეს და მატერიალს.

2. ყველაზე პოპულარული ფოტო ASTER-ის ფოტოებიდან: ბრაზილია, მანაუსი.

3. გალაპაგოსის კუნძულები წყნარ ოკეანაში და მათზე არსებული ვულკანები.

4. შვედეთისა და დანიის დამაკავშირებელი ორესუნდის ხიდი. ფოტოზე ჩანს, შუაში ხელოვნურად შექმნილი კუნძული, რომელიც შეიქმნა მგზავრობის შესამსუბუქებლად.

5. მარჯვნივ – ჩრდლიოეთ კორეის გვალვები (2015 წელი). მარცხენა ფოტოზე კი შედარებაა 2012 წელთან. წითლად აღნიშნულია მცენარეების გაქრობა.

6. დიდი ლურჯი ხვრელი ბელიზში და კარბონატული რიფი.

7. სამკუთხა სილა, მარილი და ხრეში, რომელსაც ჩინელები “alluvial fan”-ს უწოდებენ.

8.Venice – იტალიის 140 ხიდი და 120 კუნძული.

9. ეკვატორის ჭაობები

10. მაკმურდოს მშრალი ხეობები, რომელიც ყველაზე მეტად გავს მარსის ლანდშაფტს.

11. ASTER-ის მიერ გაადრებული მყინვარები ალასკაზე. მცენარეულობა აღნიშნულია ყვითლად, ხოლო ყინული ლურჯად.

12. ატლასის მთები მაროკოში, ყვითელ, ფორთოხლისფერ და მწვანე ფერებად აღნიშნულია კირქვა, გრანიტი და გიფსი.

13. სუეცის არხი ეგვიპტეში, 2000 წლის ფოტო.

14. ოსტატურად შემუშავებული არხების, ჯებირების, ხიდების სისტემები ჩრდილოეთ ზღვაში, ნიდერლანდებში.

15. კოლორადო 2002 წელს და Hayman-ის ტყის ხანძარი, რომელსაც გაანადგურა 90,000 აკრი ტერიტორია.

16. გამდნარი მაგმა (ვულკანის მოქმედების შედეგად დედამიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი გამდნარი სილიკატური მასა.) რუსეთი.

17. Dagze Lake-ი ტიბეტში, რომელიც დიდი ხანია დაშრა.

18. იტალია, ვულკანი ეტნა და ამოფრქვეული ლავა.

19. სივრციდან, ამერიკა-მექსიკის საზღვარი და მიმდებარე ლანდშაფტი.

20. ატაკამას უდაბნო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მშრალია, მისი ლანდშაფტი, რომელიც ცნობილია ოქროთი, ვერცხლით და სპილენძით.

21. ნამიბია – სანაპირო ქარი, Namib-Naukluft-ის ეროვნული პარკი.

წყარო: wom.ge