ლარი გამყარებას განაგრძობს

ეროვნულმა ბანკმა უცხო ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ხვალ, ერთი აშშ დოლარი 2.2447 ლარი ეღირება, ერთი ევროს ფასი კი, 2.5367 ლარი იქნება.
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, აქამდე მოქმედი კურსით, ერთი აშშ დოლარი 2. 2519 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, აქამდე მოქმედი კურსით ერთი ევროს ღირებულება 2.5392 ლარს შეადგენდა.