ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლები 104,7%-ით, ხარჯები კი 95,2%-ით შესრულდა

2016 წლის პირველი კვარტლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლიდან ირკვევა, რომ სამთვიანი გეგმით გათვალისწინებული იყო 2 მილიარდამდე შემოსავლების მიღება, თუმცა ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გეგმას 3%-ით გადააჭარბა და შემოსავლებმა 2,5 მილიარდ ლარს მიაღწია.

აღნიშნული გეგმით სახელმწიფო გადასახადებიდან მილიარდ 869 მილიონი ლარის მიღება იყო გათვალისწინებული, ფაქტობრივმა შესრულებამ კი აღნიშნულს 4,7%-ით გადააჭარბა და გადასახადებით მიღებულმა მაჩვენებელმა 1,96 მილიარდი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ამავე გეგმით, სახელმწიფო გრანტების სახით 56,9 მილიონი ლარის მიღება იყო გათვალისწინებული, თუმცა გეგმა მხოლოდ 49,6%-ით შესრულდა და გრანტებიდან მიღებულმა თანხამ 28,2 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება სახელმწიფოს 3 თვიანი გეგმით სხვა შემოსავლებიდან განსაზღვრულ თანხას, ეს მაჩვენებელი გეგმით 64 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა გეგმა 102,3%-ით შესრულდა და აღნიშნული შემოსავლებიდან მიღებულმა თანხამ 65,554,900 ლარი შეადგინა.

2016 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებული გეგმის თანახმად, 3 თვეზე გათვალისწინებული ხარჯები 2,32 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა გეგმა 95,2%-ით შესრულდა და ხარჯების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1,94 მილიარდი ლარი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულია, ხარჯვით ნაწილში რა მომსახურებაზე რა ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული და ფაქტობრივად რა ოდენობა დაიხარჯა:

  • შრომის ანაზღაურება: გეგმით უნდა დახარჯულიყო 358,8 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 96,7%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 347,1 მილიონი ლარი შეადგინა.
  • საქონელი და მომსახურება: გეგმით უნდა დახარჯულიყო 269,1 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 87%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 234,1 მილიონი ლარი შეადგინა.
  • პროცენტი: გეგმით უნდა დახარჯულიყო 97,7 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 98,8%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 96,6 მილიონი ლარი შეადგინა.
  • სუბსიდიები: გეგმით უნდა დახარჯულიყო 77,8 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 92,7%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 72,8 მილიონი შეადგინა.
  • გრანტები: გეგმით უნდა დახარჯულიყო 222,1 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 95,9%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 212,9 მილიონი ლარი შეადგინა.
  • სოციალური უზრუნველყოფა: გეგმით უნდა დახარჯულიყო 745,3 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 99,5%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 741,9 მილიონი ლარი შეადგინა.
  • სხვა ხარჯები: გეგმით უნდა დახარჯულიყო 261.5 მილიონი ლარი, გეგმა შესრულდა 88,3%-ით და ფაქტობრივმა დანახარჯმა 230,9 მილიონი ლარი შეადგინა.