აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრაზიტიდან საქართველო 1 მილიარდ კუბ.მეტრ გაზს მიიღებს

როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის გაზის  დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში საქართველო სანდო პარტნიორია და დერეფნის გაფართოებას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობა ოფიციალურად 17 მაისს დაიწყო. მილსადენი  საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, სამხრეთ იტალიამდე მივა. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება მოხდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 45 მილიარდად არის შეფასებული, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.

„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მლრდ-დან – 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება.

აღნიშნული მილსადენით, ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

წყარო: gbc.ge