Green Project LLC განცხადება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით

შპს „BS/2 ჯორჯია“ ლიტვური კომპანია Penki kontinentai-ს შვილობილი კომპანიაა, რომლის საქართველოს საბანკო ბაზარზე ეკონომიკურ და ბიზნეს წარმატებაში შპს ,,გრინ პროჯექტს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

კერძოდ – BS/2 ჯორჯია დაარსდა 2009 წელს და მის ძირითად პლაცდარმს საქართველოს ბაზარზე წარმოადგენდა გრინ პროჯექტის ფინანსური, ადამიანური და რეპუტაციული რესურსი.

გრინ პროჯექტის მეშვეობით მოხდა BS/2 ჯორჯიას ერთადერთი მსხვილი სერვის კონტრაქტის მოპოვება საქართველოში, რომელიც დღემდე ძალაშია, მოქმედებს და საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანია როგორც BS/2 ჯორჯიასთვის, ისე მისი ლიტვური დამფუძნებელი კომპანიისათვის. ხელშეკრულება  მოიცავს ბანკომატების მომსახურების სერვისს.

გრინ პროჯექტის რესურსების მეშვეობით BS/2 ჯორჯიამ შეძლო და რეალიზაცია მოახდინა ასობით ბანკომატის, ბანკომატის ნაწილების და სხვა საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის და პროდუქტების,  IP ტელევიზიის  საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და ინტერნეტ პროვაიდერებში.

ვინაიდან გრინ პროჯექტმა ფაქტიურად აუწყო ბიზნესი ლიტვურ კომპანიას, თავდაპირველი შეთანხმება Penki kontinentai-ის წარმომადგენლებთან გულისხმობდა შპს ,,BS/2 ჯორჯია“-ს 49% წილის გადმოფორმებას გრინ პროჯექტის წარმომადგენელზე, რომელიც დღემდე არ შესრულებულა და მიუხედავად მრავალი ცდისა ეს სიტუაცია დღემდე მოუგვარებელია და საქმე სასამართლო განხილვაშია.

შეთანხმება ასევე მოიცავდა 49% წილის პროპორციული მოგების გრინ პროჯექტის ნდობით აღჭურვილი პირებისათვის განაწილებას, მაგრამ Penki kontinentai-ის წარმომადგენლები, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვის გათვალისწინებით, შეგნებულად ამცირებენ ქართული შვილობილი კომპანიის მოგებას და მთლიანი შემოსავალი ლიტვაში გააქვთ, რაც ჩვენთვის მოყენებული ზიანის გარდა, გადასახადებისაგან თავის არიდებასაც გულისხმობს.

შეთანხმება ასევე მოიცავდა გრინ პროჯეტის მიერ Penki kontinentai-ისთვის (BS/2) შესრულებული მომსახურების კოტრაქტების თანხების დაფარვას, რომელიც წლებია ღიადაა და არ განხორციელებულა., შესაბამისად, ლიტვურ კომპანიას გააჩნია გაწეული მომსახურების დავალიანება გრინ პროჯექტის მიმართ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, Penki kontinentai-ი საქართველოში არსებული გარკვეული საინფორმაციო ინტერნეტ პორტალების მეშვეობით (http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/384924-green-project-llc-ma-ar-sheasrula-mskhvili-garigebith-dakisrebuli-valdebulebebi.html), ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და საქმიანი რეპუტაციის და იმიჯის შელახვით, შეგნებულად ცდილობს ზიანი მიაყენოს გრინ პროჯექტის ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობას.

კომპანია გრინ პროჯექტს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს სასამართლო ინსტანციების მეშვეობით ეს საკითხი უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი.

კომპანია ასევე დარწმუბელია, რომ Penki kontinentai-ი სასამართლო პროცესში თავს წინასწარ დამარცხებულად აღიქვამს და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს პროცესებზე იქონიოს ზეგავლენა. ხოლო ცრუ და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისათვის აპირებს მიმართოს სარჩელით სასამართლოს, როგორც ასეთი ინფორმაციის გავრცელების დამკვეთის, ასევე მისი გამავრცელებლის წინააღმდეგ.