მიკროავტობუსის 66 მძღოლს კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მუშაობა ათი დღით აეკრძალა

კომპანია „თბილსის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

წყარო: 2030