“საქართველოს ყველა ძირითადი მიმართულების საავტომობილო გზის პროექტირება მომავალ წელს დასრულდება”

“ძირითადი მიმართულებების საგზაო პროექტების შემუშავება მომავალ წელს დასრულდება“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. გიორგი სეთურიძის თქმით, ამ ეტაპზე 23 სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულების გზის პროექტირებაზეა გამოცხადებული ტენდერი.

“მომავალ წელს დავასრულებთ ძირითადი გზების საპროექტო სამუშაოებს, 2019 წლიდან კი დაიწყება ყველა დაანონსებული მიმართულების გზების მშენებლობა, შემდეგ კი გარკვეული რიგითობით შევა ყველა გზა ექსპლუატაციაში.
ძირითადი მიმართულებებია: თბილისი-წითელი ხიდი, თბილისი-სადახლო, თბილისი-საზარეთი, საზარეთი-ბაკურციხე, ბაკურციხე-წნორი-ლაგოდეხი, თბილისის შემოვლითი გზა, ნატახტარი-ლარსის მიმართულებით ავტომაგისტრალი, აგარა-ზემო ოსიაური ჩუმაჩელეთის მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ასევე ჩუმაჩელეთიდან ხარაგაულის მიმართულება, გრიგოლეთი-ქობულეთი, ბათუმის შემოვლითი გზა, ბათუმი-სარფის მიმართულება, გრიგოლეთი-ფოთის, სამტრედიიდან-სენაკი-ანაკლიის მიმართულება; ასევე, ლენტეხი-მესტიის მიმართულება, საჩხერე-რაჭის მიმართულება, ბაღდათი-საირმე-აბასთუმნის მიმართულება, გოდერძის უღელტეხილი, ასევე მთის რეგიონების დამაკავშირებელი გზები – როშკა-შატილი-მუცო, ომალო-ფშაველის მონაკვეთი”, – განაცხადა სეთურიძემ.
წყარო: ბიზნესკონტაქტი