რა ანაზღაურებას იღებს დავით ნარმანია – მერის ქონებრივი დეკლარაცია
დავით ნარმანია თბილისის მერის პოზიციასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორობასაც ითავსებს. 2016 წლის 27 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ორივე სამსახურის წლიური ანაზღაურება 29880 ლარს შეადგენს, მის ანგარიშზე კი 4 308 ლარი ირიცხება.
გასული წლის პირველი იანვრიდან დეკლარაციის შევსების მომენტისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 12 000 ლარს შეადგენდა.
უძრავი ქონების სახით ქალაქის მერის საკუთრებაში თბილისში, ბერბუთის 8 ნომერში, 97 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში 5000 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთია.
არსებული დეკლარაციის თანახმად, დავით ნარმანიასა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ფასიანი ქაღალდები და საბანკო ანგარიში, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარზე მეტი იქნებოდა, არ არსებობს.