ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ახალი, მაღალტექნოლოგიური ღუმელი ჩართო

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ცნობით, ახალი საწარმოო ღუმელი რესურსის ეფექტური მოხმარებითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა, რითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მსოფლიოს წამყვანი მეტალურგიული საწარმოების სტანდარტებს უახლოვდება.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულია 1800 ადამიანი. დარგი ქვეყნის ექსპორტის ლიდერია და ბოლო წლებში წლიური ექსპორტის საშუალოდ 10-13%-ს იკავებს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ოთხი წლის მანძილზე კომპანიამ განახორციელა 52 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ტექნოლოგიური და საწარმოო ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო ბიუჯეტში 101 მილიონი ლარი შეიტანა გადასახდების სახით.