ფოთის თიზ-ის მფლობელი ჩინური CEFC გახდება

პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს –  საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა.

კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

შეგახსენებთ, ზონის წინა მფლობელმა „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“  თიზ-ის 85% საქართველოს სახელმწიფოს 2016 წლის შემოდგომაზე დაუბრუნდა. მის საკურთებაში ამ ეტაპზე ისევ რჩება 15 პროცენტი.

რაც შეეხება დანარჩენი 85 პროცენტის სახელმწიფოსთვის გადმოცემას, ეს გადაწყვეტილება ინვესტორმა თავად მიიღო შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიაზე“ დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების სანაცვლოდ.

წყარო: GBC