“ირანში წარმოებული საწვავი ამ ეტაპზე საქართველოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ირანული საწვავის შემოტანა არ იგეგმება.
“მთელი პრობლემა ის არის რომ ირანი მიმდინარე ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენთან არსებობს საწვავის ხარისხის სტანდარტთან დაკავშირებით“,-აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი “ბიზნესკონტრაქტთან” საუბრისას.
მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხობრივი სტანდარტები გამკაცრდა,რასაც ირანი ვერ აკმაყოფილებს, რადგან ირანში არ არის დაწესებული არანაირი ვალდებულება, აწარმოოს ევრო სტანდარტზე მორგებული პროდუქტი.
მთრვალაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ირანში წარმოებული საწვავი დაბალხარისხიანი და იაფია, საფასო პოლიტიკა მაინც არ შეიცვლება და ირანში წარმოებული საწვავი ადგილობრივ საბაზრო ფასს მოერგება.