ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ განაცხადეს.
როგორც „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ განმარტეს, აღნიშნულის თაობაზე ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ფონდის ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდება.
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ გორთან 2016 წლის შემოდგომიდან უკვე ფუნქციონირებს.