ზაზა ფაჩულია: ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით

საქართველოს საკალათბურთო გუნდის კაპიტანი და “გოლდენ სთეით ვორიორსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია, NBA ყველა ვარსკვალის მატჩში მონაწილების კონკურსში მისდამი დაფიქსირებული ხმების რაოდენობის გამო ქომაგებს მადლობას უხდის და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

 
“ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.
ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია.

 
ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით” – წერს ფაჩულია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზის კონკურსანტებს შორის მეორე იყო დაფიქსირებული ხმების ოდენობით. მას მხოლოდ თავისივე თანაგუნდელმა კევინ დურანტმა აჯობა.