ელენე ბენდელიანი: დევნილების საერთო რაოდენობა დაახლოებით 270 000 და აქედან 40% განსახლებულია

დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა დახმარების ახალ სისტემაზე მუშაობს. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით ახალი სისტემა მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე იქნება ორიენტირებული და არა მათზე ვისაც დახმარება არ სჭირდებათ. რეალურად რას გულისხმობს ეს რეფორმა და რა რეაქცია ექნებათ დევნილებს და შეიცავს თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები კორუფციულ რისკებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით  ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელენე ბენდელიანი საუბრობს.

– რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში არსებული ორი კონფლიქტი აფხაზეთისა და ოსეთის ჭრილში?

-მოგეხსენებათ საკმაოდ რთული ვითარებაა და უკეთესობა ამ კუთხით არ არის. თუმცა არსებობს გარკვეული კონტაქტები და აუცილებელია გაცილებით მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც ორიენტირებულია იმ ადამიანებზე , რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ძირითადი პროექტები რომელიც ხორციელდება დღეს, დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და არა სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოს აქვს გარკვეული ჰუმანიტარული პროგრამები, თუმცა ეს არ არის მასშტაბური.

-თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინიციატივა, რითი შეიძლებოდა აფხაზების და ოსების უფრო დაინტერესება საქართველოსადმი?

-ვფიქრობ, აუცილებელია შემუშავებულ იქნას სხვადასხვა პროგრამები იმისათვის რომ ამ ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი. მსგავსი წინადადებების შეთავაზება მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და ასევე მოითხოვს იმას რომ კარგად იქნეს გააზრებული ყველა ის სირთულე რასაც შეიძლება წავაწყდეთ ამ პროცესში. საქმე საკმაოდ რთულად არის, გასათვალისწინებელია რუსული ფაქტორიც, თუმცა არსებობს გარკვეული სივრცე(დერეფანი) რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ

-ის 45 ლარიანი დახმარება რომელიც აქამდე ეძლეოდათ დევნილებს(არა ყველას), თუ ვიღაცას ჰქონდა ხელფასი 1250 ლარზე მეტი, მაშინ მას ეს 45 ლარიანი დახმარება არ ეძლეოდა, საუბარია იმაზე რომ მხოლოდ იმათ მიეცეს ეს თანხა ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს. სწორია თუ არა ეს მიდგომა?

-დევნილთა შემწეობისთვის ყოველწლიურად 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება და არის საუბარი იმაზე რომ ეს თანხა იყოს საჭიროებაზე მორგებული. კანონპროექტის შემოტანის დღიდან იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი აქვთ 1250 ლარზე მეტი, ამ შემთხვევაში არ ეძლევათ დევნილთა შემწეობა 45 ლარის ოდენობით. თუმცა ასეთი ადამიანების რაოდენობა არც თუ ისე დიდია. (დაახლოებით 4%-მდეა) ეს 45 ლარი ნამდვილად არ არის ის თანხა, რომელიც ადამიანის საჭიროებისათვის შეიძლება იყოს საკმარისი. უნდა გვახსოვდეს რომ ძალიან ბევრი ოჯახი დამოკიდებულია სწორედ ამ 45 ლარზე და ამიტომ მთავრობას დიდი სიფრთხილე მართებს, როცა ვსაუბრობთ ამ შემწეობის რეფორმაზე, გარკვეული კატეგორიის ადამიანების მოხსნაზე. დევნილების მხოლოდ 40% არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, რაც იმას ნიშნავს რომ დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის კერძო საკუთრების გარეშე. დღეის მონაცემებით დევნილების საერთო რაოდენობა არის დაახლოებით 270 000 და აქედან 40% განსახლებულია. დანარჩენი ადამიანები კი მოლოდინის რეჟიმში არიან. დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და ამიტომ ეს შემწეობა ძალიან მნიშვნელოვანია

-თუ არის დათვლილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ახალ საჭიროებაზე მორგებული მიდგომის თანახმად დაკმაყოფილდება. რამდენი ადამიანი მიიღებს დახმარებას ამ რეფორმის შემდეგ?

-საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არის. ვიცი იმ სავარაუდო ვარიანტების შესახებ რასაც განიხილავს სამინისტრო. საუბარია იმაზე რომ თანხა მიეცეთ იმ ადამაინებს ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლას, იმის იდენტიფიცირება რეალურად თუ ვის სჭირდება და ვის არა, არის საკმაოდ რთული. ამ დროს უნდა გავითვალისწინოტ, რომ ჩვენ გვყავს დევნილი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე(გალის და ახალგორის რაიონი) სადაც წვდომა საერთოდ არაგვაქვს იმისათვის რომ დავადგინოთ რეალურად თუ ვის ესაჭიროება ეს თანხა და ვის არა.

-თქვენ ახსენეთ გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა. უნდა ავღნიშნოთ რომ მათზე არ ვრცელდება ის შეღავათები, რომელიც ვრცელდება აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ადანიანებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა?

-დიახ, მიმაჩნია რომ ამ მოსახლეობის მიმართ ნამდვილად უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. ხშირად აღვინიშნია ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ არასაქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩართვა ამ პროგრამაში და მათი ჯანდაცვა იქნეს 100%-ით დაფინანსებული. ხოლო ეტნიკური ქართველებისათვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეფერალური პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი, რაც ვფიქრობ ნამდვილად არასწორი მიდგომაა.

-კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ 45 ლარიან დახმარებას. ხომ არ ფიქრობთ რომ აქ შეიძლება გარკვეული ხარვეზები გაიპაროს. მაგალითად ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს საშუალოზე მეტი შემოსავალი, თუმცა მაინც მოხვდეს ამ პროგრამაში იმიტომ რომ მოახერხოს თავისი შემოსავლების დამალვა.

-დიახ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ძალინ რთულია ჩვენი სისტემით დაადგინო თუ ვის რამდენი აქვს შემოსავალი. ხშირად ხდება რომ ის ადამიანები ვისაც შემოსავალი აქვთ სრულად ლეგალიზებული, რჩებიან ამ მცირე დახმარების მიღმა, ხოლო ის ადამიანები კი ვისაც ეს არ აქვს ლეგალიზებული, ისინი ღებულობენ. აქედან გამომდინარე არსებოს გარკვეული რისკები. ეს არის თემა რომელიც საკმაოდ მტკივნეულია დევნილებისთვის. ისინი წლების განმავლობასი ამ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებული. ხსირ შემთხევასი ისინი ამოვარდნილი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, რაც საბედნიეროდ უკვე გამოსწორებულია და ხელმისაწვდომობა უფრო გაზრდილია დევნილებისათვის.

 

მოამზადა ლევან ლაგვილავამ