ფულადი გზავნილების მოცულობა 26.1%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.1 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 % იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მხრივ ყველაზე აქტიურ ათ ქვეყანას შორის ოთხი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

„რუსეთი – 26.5 მლნ აშშ დოლარი; იტალია – 9.6 მლნ აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები – 9.6 მლნ აშშ დოლარი; 9.3 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი – 6.4 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 6.2 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი – 2.1 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 2.0 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა – 1.5 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 1.3 მლნ აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონაცემებში.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის იანვარში კი ეს მონაცემი შეადგენდა 11.9 მლნ აშშ დოლარს (29.0 მლნ ლარი).