მსოფლიო ეკონომიკა პროტექციონიზმის ზრდის მაღალი რისკის ფაზაში შედის

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება 3,3%-ით, 2018-ში კი – 3,6%-ით. ანალოგიური იყო 2016 წლის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ეკონომიკა გაიზრდებოდა ასევე 3%-ით.
ამჟამინდელი პროგნოზი დიდწილად ასახავს საგადასახადო და სტრუქტურულ ცვლილებებს დიდი ეკონომიკის ქვეყნებში – კერძოდ, ჩინეთში, აშშ-შ და კანადაში.
პროტექციონიზმი
მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შესაძლებელია შენელდეს ახალი სავაჭრო ბარიერების გაჩენის რისკის გამო, რაც აქტუალურია Bრეხიტ-ის და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. როგორც ცნობილია, ამერიკის ახალი პრეზდიენტი აცხადებს, რომ გადახედავს სავაჭრო ხელშეკრულებებს მისი ქვეყნის სასარგებლოდ – წერს Bლოომბერგ.
ბაზრებისთვის დამატებითი საფრთხე შეიძლება გახდეს სავალუტო კურსების მერყეობა და საფონდო ბაზრების ზედმეტი ზრდა.
იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი რჩება 3,3%-ს დონეზე, ეს მაჩვენებელი მაინც 2008-2009 წლებამდე 20 წლის მანძილზე დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდაზე ნაკლებია. ამის მიზეზია ინვესტიციების მოცულობის შემცირება და წარმოების ზრდის ტემპების შენელება.
`ეკონომიკის ზრდა განახლდა, თუმცა პრობლემას წარმოადგებს ამ განახლების სუსტი ფუნდამენტი. მსოფლიოში კვლავ ნარჩუნდება წარმოების ზრდის ნელი ტემპები და უთანასწორობის მაღალი ხარისხი. ეს ფაქტორები ამცირებენ ეკონომიკის ზრდისთვის საჭირო ინვესტიციების და მოხმარების საგრძნობი ზრდის ალბათობას” – განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტნა კატერინ მანმა.
პოლიტიკური რისკები
ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს ასევე არ უწყობს ხელს არსებული პოლიტიკური რისკები, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც 2017 წელს იგეგმება არჩევნები გერმანიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდია.
მთავრობების მიმართ ნდობა მსოფლიოში შემცირდა 2007 წლის დონემდე, განსაკუთრებით აშშ-ში, საფრანგეთში, და საბერძნეთში.
“ეროვნული მთავრობების მიმართ ნდობის შემცირება ართულებს მათ საქმიანობას ძლიერი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად” – ნათავქამია მოხსენებაში.
იმის მიუხედავად, რომ დასკვნაში არსად არ წერია პირდაპირ დონალდ ტრამპის სახელი, ცალსახაა, რომ რისკების ნაწილი მომდინარეობს სწორედ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. კერძოდ, საუბარია ახალი საბაჟო განაკვეთებს შემოღებაზე საქონელზე, რომელიც შემოდის ამერიკაში იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გააჩნიათ შეღავათიანი ვაჭრობა აშშ-სთან.

გიორგი ხელაძე